კალათბურთი

23:23 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაშუტინმა სანიკიძეს 3 წუთიც არ დაუთმო

ევროთასის მე-2 ეტაპის G ჯგუფში ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” მანამდე დაუმარცხებელ სანკტ-პეტერბურგის ”ზენიტს” დაუხვდა და 103:67 გაანადგურა.

ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის ევგენი პაშუტინის მიერ ათვალწუნებულმა ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე დასკვნითი 02:49 წუთი გაატარა და თავის გამოჩენა მაინც მოასწრო – თანაგუნდელის ალეი-უპის კვალად ბურთი კალათში ლამაზად ჩატენა. სანიკიძის აქტივში 1 მოხსნაც იყო.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები – კიტ ლონგფორდი და ჯეიმს უაიტი იყვნენ, რომელთაც შესაბამისად 24 და 23 ქულა ჩააგდეს.

“უნიკსს” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ჯგუფის ლიდერებშია, შემდეგ მატჩს კი 28 იანვარს იმავე “ზენიტთან”, ოღონდ, სტუმრად გამართავს.

0.128525