ფეხბურთი

23:11 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” “ინტერი” უარით გაისტუმრა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის “ინტერმა” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის მარიო სუარესის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც “როხიბლანკოს” მხრიდან მტკიცე უარი მოჰყვა.

მადრიდელთა პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელი კლუბში რჩება და დიეგო სიმეონე მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მოთამაშეების შენარჩუნებას აპირებს.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესს ინგლისური “ვესტ ჰემიც” იჩენს. სუარესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრა ჩაატარა და თავი მხოლოდ ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

0.121559