ჭადრაკი

22:01 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საპრიზო ადგილებისთვის შემორჩენილები ძალიან ფრთხილობენ

დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება. აღნიშნული სისტემიდან გამომდინარე, ასპარეზობას ფინალში და მესამე ადგილისათვის მებრძოლი მოჭადრაკეები შემორჩნენ. როგორც პირველი-მეორე ისე მესამე-მეოთხე ადგილებისთვის მოთამაშე სპორტსმენები ძალიან ფრთხილობენ და რისკზე წასვლას ერიდებიან. დღეს ჩატარებულ ორივე შეხვედრაში, ისევე როგორც წინა ტურში, ყაიმები დაფიქსირდა. ორი ტურის შემდეგ ორივე შეხვედრაში ანგარიში საყაიმოა 1-1.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტები მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია ასპარეზობენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ერთმანეთს მერაბ გაგუნაშვილი და დავით ჯოჯუა ეცილებიან. 22 იანვარს აღნიშნული სპორტსმენები მესამე ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ.

0.123963