თამაშგარე

21:35 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნა ლი ორსულადაა

ყოფილი ჩოგბურთელი 32 წლის ჩინელი ნა ლი ორსულადაა. ამის შესახებ თავად ლიმ განუცხადა ჟურნალისტებს.

“მე და ჩემი ქმარი ჩვენ პირველ შვილს ველოდებით, რომელიც ზაფხულში მოევლინება სამყაროს. ერთი სული გვაქვს როდის გაჩნდება ჩვენი შვილი და ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება”- განაცხადა ნა ლიმ.

2014 წლის სექტემბერში ნა ლიმ მუხლის ტრავმის გამო კარიერა დაასრულა. ჩინელ ჩოგბურთელს 2 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული (საფრანგეთის ღია პირველობა 2011 წელს, ავსტრალიის ღია პირველობა 2014 წელს). ნა ლის ჩოგბურთით 16.7 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გამომუშავებული.

თეგებინა ლი
0.117477