ფეხბურთი

21:27 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო: “რონალდუ საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი მინახავს”

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ საკუთარი ტვიტერის გვერდზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

მარკიზიომ საუბრისას კრიშტიანუ რონალდუ, ჩირო ფერარა და სტივენ ჯერარდიც ახსენა.

თავისი კარიერის გადამწყვეტ ეტაპზე – “ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, იმაში, რომ მეთამაშა ასეთ დონეზე, ყველაზე დიდი წვლილი ჩირო ფერარას მიუძღვის. სწორედ ის მათამაშებდა ძირითად შემადგენლობაში ხშირად, ამავდროულად მისი მწვრთნელობის დროს მქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში”.

საუკეთესო ფეხბურთელზე – “ვის წინააღმდეგაც მოედანზე მითამაშია საუკეთესო უდაოდ კრიშტიანუ რონალდუა. მარადონასა და პელეს თამაშები მხოლოდ ვიდეოთი თუ მინახავს. რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა”.

თამაში, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდა, როგორც “იუვენტუსის” ფეხბურთელს – “საუკეთესო თამაშებს შორის გამოვარჩევდი “მილანის” დამარცხებას, ანგარიშით – 4:2 ჯერ კიდევ კლაუდიო რანიერის დროს. თამაში, რომელშიც სიამოვნებდით ვითამაშებდი 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია “აიაქსის” წინააღმდეგ”.

საუკეთესო გოლი “იუვეს” მაისურით – “გოლი, რომელიც “უდინეზეს” გავუტანე მაკრატელა დარტყმით, თუმცა მაშინ ის მატჩი წავაგეთ”.

დაახასიათეთ თქვენთვის რას ნიშნავს “იუვენტუსი” სამი სიტყვით – “გამარჯვება, ოჯახი, ისტორია”.

რატომ ნომერი 8 – მე 29 წლის ვარ და ყოველთვის ამ ნომრით მინდოდა თამაში, რადგან ჩემი პოზიციისთვის შესაფერისია, თანაც ეს სტივენ ჯერარდის ნომერია”.

კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია. ტურინული გრანდის ღირსებას იგი 2008 წლიდან მოყოლებული იცავს და დღემდე გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

0.101771