თურქული მედიის ინფორმაციით, განის ეროვნული ნაკრების და “პორტუს” საკუთრებაში მყოფი მცველი დანიელ ოპარე მიმდინარე სეზონის ბოლომდე სტამბულის “ბეშიქთაშის” ღირსებას იჯარის წესით დაიცავს.
24 წლის ფეხბურთელს 2014 წლის ზაფხულში ბელგიურ “სტანდარდთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და პორტუგალიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აფრიკელმა “პორტუს” ძირითად გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, რომლის ღირსებაც მხოლოდ ორ მატჩში დაიცვა.
განელი უკვე თურქეთში იმყოფება და ახალი გუნდის რიგებში ვარჯიშს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.