“მანჩესტერ სიტი” და ჯეიმს მილნერი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. ამ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
29 წლის ნახევარმცველს “ქალაქელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მხარეებმა ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები რამდენჯერმე დაიწყეს, მაგრამ ინგლისური პრესის ცნობით, პროცესი ჩიხშია შესული.
გავრცელებული ინფორმაციით, მილნერს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, მანუელ პელეგრინისთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ფეხბურთელი სათამაშო დროის სიმწირით მაინც უკმაყოფილოა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მილნერი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11-ჯერ მოხვდა.