ფეხბურთი

18:48 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “კორინთიანსის” ან “ფლამენგოს” მაისურით სიამოვნებით ვითამაშებდი”

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასრულებამდე ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშს არ გამორიცხავს.

“კორინთიანსი” და “ფლამენგო” საქვეყნოდ ცნობილი გუნდები არიან და რომელიმე მათგანის მაისურს სიამოვნებით მოვირგებდი.

ბრაზილიაში ბევრი მეგობარი მყავს და ამ ქვეყნის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. “რეალში” არაერთ ბრაზილიელთან ერთად მითამაშია, ხოლო კაკა ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ.” – განაცხადა მადრიდის “რეალის” ლიდერმა.

0.118582