ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” შემტევი ოსკარი ჟოზე მოურინიომ “ლივერპულის” წინააღმდეგ ინგლისის ლიგის თასის გათამაშების მატჩისას სათადარიგოთა სკამზე დატოვა და სამხრეთამერიკელი ბრიტანულ სიცივეს წყლის სათბურით ებრძოდა.
23 წლის ფეხბურთელმა “სუონსის” წინააღმდეგ პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში დუბლი შეასრულა, თუმცა 17 იანვარს შემტევს ბუნებრივია სიცივე ნამდვილად არ აწუხებდა.
ოსკარი ინგლისში უკვე ორწელიწადნახევარია ცხოვრობს და როგორც ფოტოდან ჩანს, სიცივეს ვერ ეგუება. თბილი ქურთუკი, ქუდი, ხელთათმანები და წყლის სათბური – აი ასეთ მდგომარეობაში გაატარა ბრაზილიელმა 20 იანვრის საღამო “ენფილდზე”. “ჩელსი” მოედანზე “ლივერპულს” ებრძოდა, ხოლო ოსკარი, მოურინიოს წყალობით, სათადარიგოთა სკამზე – დაბალ ტემპერატურას.