ფეხბურთი

17:57 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი: “მილანის” გამო ფულს ვკარგავ”

იტალიური “მილანის” მესაკუთრე სილვიო ბერლუსკონი გუნდის ამჟამინდელი მდოგმარეობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ “როსონერი” მას დიდ ფულს აკარგვინებს.

“ძალიან ვღელავ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ვერ მოვხვდით, 60-70 მილიონის ოდენობის შემოსავალს დავკარგავთ.

უკვე არაერთი წელია “მილანის” გამო ფულს ვკარგავ.” – აცხადებს ბერლისკონი, რომელიც “მილანს” 1986 წლიდან ფლობს.

“მილანი”, სერია A-ს პირველი წრის შემდეგ, 26 ქულით, მე-8 ადგილს იკავებს. ფილიპო ინძაგის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონისგან 7 ქულა აშორებს.

0.111333