ლევან ყენიამ პრაღის “სლავიაში” გადასვლის შემდეგ პირველი გოლი მიითვალა. პრაღელები სეზონის განახლებისთვის სლოვაკეთში ემზადებიან და ადგილობრივ “ტრენჩინთან” ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, რომელშიც 1:2 დამარცხდნენ.
ყენიამ მოედანზე 88 წუთი დაჰყო და 51-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და მეტოქის კარი აიღო. ამის შემდეგ, “სლავიამ” ორი გოლი გაუშვა და წააგო.
24 წლის ყენია “სლავიაში” შარშან შემოდგომაზე გადავიდა და ჩეხეთის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა.