გიორგი ალავერდაშვილმა, რომელიც ზაბჟეს “გურნიკში” ისინჯება, პოლონურ გუნდში ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე გურნიკელები პირველი ლიგის “გკს ტუჩუს” დაუზავდნენ – 1:1. ქართველმა თავდამსხმელმა პირველი ტაიმი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ალავერდაშვილის “გურნიკში” დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ გადაუწყვეტელია. მან მიმდინრე სეზონის საშემოდგომო ეტაპი რუსთავის “მეტალურგში” ჩაატარა, რომლის რიგებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 8 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.