გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2 მატჩი გაიმართა.
“მაიამი” შინ “ოკლაჰომასთან” 86:94 დამარცხდა. მაიამელებმა პირველი პერიოდი 3 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც შემდგომი სამი პერიოდი დათმეს. “ოკლაჰომას” რიგებში საუკეთესოები დურანტი (19 ქ. 8 მ. 8 პ.) და ვესტბრუკი (19 ქ. 10 მ.) იყვნენ.
“სან ანტონიომ” გასვლით მატჩში “დენვერ ნაგეტსს” 109:99 მოუგო. “დენვერმა” ვერცერთი პერიოდის მოგება მოახერხა. ჩემპიონების რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ 17 ქულით და 15 მოხსნით. “დენვერის” ცენტრმა კენედ ფარიდმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 14 მოხსნა. ტეხასელებმა კავაი ლეონარდის დაბრუნების შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს. “სან ანტონიო” 27 მოგებით და 16 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ამავე კონფერენციაში “დენვერი” მეთერთმეტეზეა.
“მაიამი ჰიტი” – “ოკლაჰომა” 86:94 (27:24, 23:25, 17:23, 19:22)
“მაიამი”: უეიდი (18 ქ.),ბოში (16 ქ. 7 მ.), ვაიტსაიდი (10 ქ.), გრეინჯერი (9 ქ.), დენგი (8 ქ.), ანდერსონი (7 ქ.), ჩელმერსი (6 ქ.), ნაპიერი (5 ქ.), კოული (4 ქ.), უილიამსი (3 ქ.)
“ოკლაჰომა”: დურანტი (19 ქ. 8 მ. 8 პ.), ვესტრბუკი (19 ქ. 10 მ.), ჯექსონი (12 ქ.), ადამსი (10 ქ.), იბაკა (9 ქ.), რობერსონი (5 ქ.), უეიტერსი (3 ქ.), კოლისონი (1 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=b3mT-gSfBzk
“დენვერ ნაგეტსი” – “სან ანტონიო” 99:109 (20:20, 28:31, 28:29, 23:29)
“დენვერი”: ფარიდი (26 ქ. 14 მ.), აფლალო (21 ქ.), ჩენდლერი (11 ქ.), ნურკიჩი (10 ქ.), ჰიკსონი (9 ქ.), ნელსონი (8 ქ.), არტური (5 ქ.), ლოუსონი (4 ქ. 8 პ.)
“სან ანტონიო”: პარკერი (18 ქ.), ლეონარდი (17 ქ. 15 მ.), დანკანი (16 ქ.), ბაინსი (15 ქ.), ჯინობილი (11 ქ.), დიაო (10 ქ.), სპლიტერი (6 ქ.), გრინი (6 ქ.), მაილსი (6 ქ.), ჯოზეფი (2 ქ.), ბონერი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=FJ_O8ypxwQA