საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ კარიერა დაასრულა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და 2000 წლის ევროპირველობის გამარჯვებულმა აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
37 წლის ტრეზეგეს ბოლო კლუბი ინდური “პუნე” გახლდათ, მანამდე კი მას “პლატენსეს”, “მონაკოს”, “იუვენტუსის”, “ერკულესის”, “ბანი იასის”, “რივერ პლეიტის” და “ნიუელს ოლდ ბოისის” ღირსება დაუცავს.
საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 71 მატჩში დავიდს 34 გოლი აქვს გატანილი.