საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ლუკა კიკაბიძის “ბასტია” მე-4 ლიგის წარმომადგენელ “კუევილისთან” პენალტების სერიაში დამარცხდა, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა კი სტუმართა რიგებში პირველად ითამაშა.
19 წლის ქართველი შეცვლაზე 106-ე წუთზე გამოჩნდა და ერთ წუთში ბასტიას სახელოვანმა ფორვარდმა ჯიბრილ სისემ ანგარიშიც გახსნა, 115-ეზე კი მასპინძლებმა გაათანაბრეს და გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაშიღა გაირკვა.
პენალტები სტად რობერ დიოჩონის ბინადრებმა უკეთ შეასრულეს, 3:1 იმარჯვეს და 8 400-მდე მაყურებელიც აღტაცებაში მოიყვანეს.