ჭადრაკი

0:13 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მე-7 მარცხი

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2727) ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე მორიგი მარცხი განიცადა.

აღნიშნული შეჯიბრების მე-9 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით სომეხ ლევონ არონიანს (2797) დაუპირისპირდა და 1 მოგების და 1 ყაიმის ფონზე მე-7 წაგება მიითვალა.

ბაადური 14 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო პარტია კი თეთრი ფიგურებით იტალიელ ფაბიანო კარუანასთან (2820) ელის.

ვეიკ ან ზეეს საჭადრაკო ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენია (2862), რომელმაც ზედიზედ მე-6 გამარჯვება აზერბაიჯანელ ტეიმურ რაჯაბოვთან (2734) იზეიმა და თავი 7.0 ქულას მოუყარა.

0.121315