სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, ქვეყნის ვიცეჩემპიონმა, თასისა და სუპერთასის მფლობელმა “ქუთაისი-2010”-მა ათდღიანი შეკრება დაასრულა, რომელიც თურქულ ქალაქ ულნიეში გაიარა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპოორტს” “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელის, მალხაზ კოხრეიძის თანაშემწე მედეა მხეიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ქუთათურები, “შსს აკადემიასა” და “რუსთავთან” ერთად, ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოს” ერთი ქულით ჩამორჩებიან.