ფეხბურთი

20:33 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” ამხანაგურში “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა

“დილამ” გორში ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.

გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კ), ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, სეთურიძე, ერისთავი, ახალკაცი, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, ოქროპირიძე, დუდუჩავა, რაზმაძე, სეთურიძე, მელქაძე, თექთურმანიძე, კაპანაძე, ბუზალაძე.

თბილისელთა დამრიგებლის ზურაბ ბერიძის არჩევანი ასე გამოიყურება:

შეროზია, თათხაშვილი, ჩიტიშვილი (კალანდია, 75), გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე (დანელია, 84), გახარია, დემეტრაშვილი (კალაჯიშვილი, 73), კურდღელაშვილი (ლებანიძე, 70), კახაბრიშვილი (დადიანი, 80), კუხალეიშვილი (ელგუჯა ლობჯანიძე, 46).

გორელებიდან ჰეთ თრიქი ირაკლი მოდებაძემ შეასრულა, რომელმაც თავი მე-4, 21-ე და 39-ე წუთებზე გამოიჩინა. ერთი გოლი თავის ანგარიშზე სეთურიძემ ჩაიწერა (17). “ვიტ ჯორჯიადან” მეტოქის კარი მაისურაძემ (37) და კახაბრიშვილმა (48) აიღეს.

0.143206