ფეხბურთი

19:11 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ულისი” შეკრებაზე 8 ქართველით გაემგზავრა

სომხეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე “ულისი” თურქეთში შეკრებაზე 8 ქართველ ფეხბურთელთან ერთად გაემართა.

ნახევარმცველები დავით ხურციძე და გიორგი ხუბუა, ასევე, თავდამსხმელი ზამირ ჯანაშია “ულისში” სომხეთის ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც თამაშობდნენ.

მცველები ირაკლი ჭეჟია, ზურაბ კვარაცხელია და ლევან ჯღარკავა, ნახევარმცველი გალაკტიონ ზოიძე და ფორვარდი ირაკლი გეფერიძე ერევნულ კლუბში ისინჯებიან.

საშემოდგომო ეტაპის შემდეგ, “ულისი” 8-გუნდიან სომხურ პრემიერლიგას 34 ქულით ლიდერობს.

0.119269