“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ჯერ კიდევ არ იცის, გააგრძელებს თუ არა მისი კლუბი დანი ალვესთან ხელშეკრულებას.
“ალვესი? გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ყველაფერი სეზონის მიმდინარეობისას გადაწყდება. ამ ეტაპზე კი ყველა იმ ტურნირებზეა კონცენტრირებული, რომლებზეც “ბარსელონა” თამაშობს.” – აცხადებს ბართომეუ.
“ბარსელონასა” და ალვესს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და კატალონიურ კლუბს ბრაზილიელი უკანახაზელისთვის ახალი ხელშეკრულება ჯერ არ შეუთავაზებია.