პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ესპანურ გამოცემა “მარკასთან” საუბარში განაცხადა, რომ მისი მოთამაშეობის დროინდელი ეპოქა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ახლაა.
“ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ რა თქმა უნდა ფეხბურთს ბევრი შესძინეს, მაგრამ ჩემს დროს გაცილებით რთული იყო თამაში. მე გამიმართლა, რომ რამდენიმე გენიოსის გვერდით ვითამაშე, ალბათ მათზე ძლიერებთან.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი დღეს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია. მათ “რეალის” და “ბარსელონას” სახით მსოფილიოს 2 საუკეთესო გუნდი ჰყავთ”, - განაცხადა ფიგუმ.
ლუიშ ფიგუ კარიერის განმავლობაში ლისაბონის “სპორტინგის”, “ბარსელონას”, “რეალისა” და “ინტერის” ღირსებას იცავდა. სწორედ იტალიურ გუნდში დაასრულა მან აქტიური საფეხბურთო კარიერა 2009 წელს. ფიგუმ 2000 წელს “ოქროს ბურთის” მოგებაც მოახერხა.