პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ლონდონის “ჩელსის” ჰყავს.
“არისტოკრატებმა” სტუმრად უელსის “სუონსი” ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. “ჩელსის” რიგებიდან დუბლების ავტორები ბრაზილიელი ოსკარი და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი (ასევე ბრაზილიური წარმოშობის) დიეგო კოშტა გამოირჩნენ. სიმბოლურში აგრეთვე მოხვდა სერბი ბრანისლავ ივანოვიჩი.
პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე ესპანელი დავიდ დე ხეა მესამედ მოხვდა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 2-2 წარმომადგენელი “კრისტალ პალასს” და ლონდონის “არსენალს” ჰყავს, ხოლო თითო მოთამაშე - ლონდონის “ტოტენჰემს”, “საუთჰემპტონს” და “ბარნლის”.
პრემიერლიგის 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
მცველები: ბენ მი (“ბარნლი”), ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”)
ნახევარმცველები: ჯეისონ პანჩეონი (“კრისტალ პალასი”), ოსკარი (“ჩელსი”), სანტიაგო კასორლა (“არსენალი”), ელჯერო ელია (“საუთჰემპტონი”).
თავდამსხმელები: დუაიტ გეილი (“კრისტალ პალასი”), დიეგო კოშტა (“ჩელსი”).