ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის საწყის წრეში კლასიფიკაციაში 106-ე ადგილზე მყოფი, 20 წლის ბელგიელი ალისონ ვან უიტვანკის დამარცხებას საათი მოანდომა. 33 წლის სერენამ ბენილუქსელს 6:0, 6:4 მოუგო და მეორე წრეში რუს ვერა ზვონარევას შეხვდება.
დღევანდელ მატჩში უილიამს-უმცროსის ანგარიშზე 4 ბრეიკი და 11 ეისია. ეს მეტოქეები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
შეგახსენებთ, სერენა უილიამსს ერთეულტა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობა ხუთჯერ (2003, 2005, 2007, 2009 და 2010) მოუგია.