ფეხბურთი

12:23 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” შესაძლოა კოკელინს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” მზადაა ფრანგ ფეხბურთელ ფრანსის კოკელინს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. 23 წლის ნახევარმცველს “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს.

კოკელინი “ჩარლტონში” გასული წლის 3 ნოემბერს გაანათხოვრეს, თუმცა “არსენალში” ჩვეულად მოხშირებული ტრავმიანობის გამო, არსენ ვენგერმა გადაწყვიტა ფრანგი გუნდში 12 დეკემბერს დაებრუნებინა. პრემიერლიგაში ჩრდილოლონდონელთა ბოლო 4 მატჩში კოკელინმა შეუცვლელად ითამაშა და ფრანგი სპეციალისტის ნდობაც დაიმსახურა.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ჯამში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფრანგი დაცვითი სტილის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.

0.123708