ჩოგბურთი

10:23 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი - კვლავ სეტისწაუგებლად

მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების სასტარტო შეხვედრაში სლოვენელ ალიაჟ ბედენეს 6:3, 6:2, 6:4 მოუგო და 4 წელია სადიდსლემო ტურნირის საწყის მატჩში სეტისწაუგებლად თამაშობს. ბოლოს, დიდი სლემის შეჯიბრების პირველ ეტაპზე “ნოლეს” სეტი თანამემამულე ვიქტორ ტროიცკიმ, აშშ-ის ღია ჩემპიონატის 2010 წლის გათამაშებაში დაათმობინა. მას შემდეგ მოყოლებული ჯოკოვიჩმა სადიდსლემო ასპარეზობების საწყის სტადიაზე მიჯრით 52 სეტში იმარჯვა.

ჯოკოვიჩისა და ბედენეს საამდილაო დაპირისპირებას რაც შეეხება, ბალკანურმა დერბიმ საათსა და 49 წუთს გასტანა. 27 წლის სერბის აქტივში 4 ბრეიკი და 8 ეისია. ეს მეტოქები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

მეორე წრეში ჯოკოვიჩის მოწინააღმდეგეს ესპანელი ალბერტ რამოსისა და რუსი ანდრეი კუზნეცოვის მატჩი გამოავლენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11419