ფეხბურთი

22:55 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალმა ფეხბურთელებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის წინასწარი რაუნდის წილისყრა შედგა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღო მონაწილობა.

პირველ ეტაპზე ევროპის 8 უსუსტესი გუნდი ითამაშებს. ქართველი გოგონები B ჯგუფში ანდორას, ფარერებს და მალტას გაეჯიბრებიან, A ჯგუფი კი მოლდოვამ, ლუქსემბურგმა, ლიტვამ და ლატვიამ დააკომპლექტეს.

მასპინძლები მოლდოვა და მალტა იქნებიან, მატჩები კი 4-9 აპრილს შედგება. ჯგუფების გამარჯვებულები იმ 38 ნაკრებს შეუერთდებიან, რომლებიც ძირითად რაუნდში პირდაპირ არიან დაშვებულნი.

მომდევნო ეტაპის წილისყრა 13 აპრილს შედგება და ხუთგუნდიანი 8 ჯგუფი დაკომპლექტდება. ნაკრებები მიმოსვლითი სისტემით (14 სექტემბრიდან გაისად 20 სექტემბრამდე) ითამაშებენ და ფინალურ ტურნირში ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ, კიდევ ერთ საგზურს კი 2 უარესი მეორეადგილოსანი გაითამაშებს.

2017 წლის ევროპიპირველობა ივლის-აგვისტოში ჰოლანდიაში შედგება და ცხადია, მასპინძლები ფინალში პირდაპირ არიან დაშვებულნი.

0.11386