კალათბურთი

14:25 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდერსმა, მეტს აღარ მოვწევო

“მილუოკი ბაქსის” ცენტრმა ლარი სანდერსმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მარიხუანას მოხმარებას თავი დაანებოს და კალათბურთს დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Yahoo! Sports ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას 26 წლის კალათბურთელი ნბა-ს ანტინარკოტიკული პროგრამის დარღვევისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა, მანამდე, ის ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ თამაშობდა.

მიმდინარე სეზონის წინ სანდერსმა მილუოკელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც 44 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, თუმცა, გუნდში იმაზეც ფიქრობენ, რომ ხელშეკრულება გამოისყიდონ და შარიან კალათბურთელს დაემშვიდობნონ.

შეგახსენებთ, რომ სანდერსის არყოფნაში, “ბაქსის” ძირითად ცენტრად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იქცა და თავის მოვალეობებს ჩინებულად უმკლავდება.

0.11271