წლის პირველ ამხანაგურ მატჩში თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” “მცხეთა პარკზე” აზერბაიჯანული ზაქათალის “სიმურგის” დუბლშემადგენლობა 4:1 დაამარცხა. “სიმურგის” პირველი გუნდი, გიორგი ჩიხრაძის ხელმძღვანელობით, სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება.
საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ზურაბ ბერიძემ თბილისელები ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
შეროზია (გუგუშვილი, 83), თათხაშვილი, ჩიტიშვილი (კალანდია, 68), გეთიაშვილი, მაისურაძე (დანელია, 71), დავლაშელიძე, გახარია (მაჭავარიანი, 75), დემეტრაშვილი (ბურნაძე, 68), კურდღელაშვილი (ლებანიძე, 65), კახაბრიშვილი (კალაჯიშვილი, 68), კუხალეიშვილი (ხვისტანი, 58).
“ვიტ ჯორჯიას” რიგებიდან ანგარიში მე-20 წუთზე კახაბრიშვილმა გახსნა. ხუთ წუთში, სტუმრებს დემეტრაშვილმა გაუტანა, ხოლო 28-ე წუთზე ზაქათალელთა კარი კუხალეიშვილმა აიღო. 50-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ქაზიმოვმა გამოიჩინა, წერტილი კი, 58-ე წუთზე თათხაშვილმა დასვა.
“ვიტ ჯორჯიაში” ლევან საბაძეს, ბესო მურუსიძეს, ირაკლი ღიბრაძეს, ნიკა დადიანსა და ელგუჯა ლობჯანიძეს არ უთამაშიათ, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა.