გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 3 მატჩი გაიმართა.
“ტორონტო” შინ ენტონი დევისის გარეშე მოასპარეზე “ნიუ ორლეანთან” 93:95 დამარცხდა. კანადელებმა პირველი ტაიმი პირწმინდად დათმეს, თუმცა მესამე პერიოდში გუნდის ლიდერის დემარ დეროზანის წყალობით “ტორონტო” მატჩში პირველად გავიდა წინ. კანადელები 10-ქულიანი სხვაობითაც იგებდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდის ბოლოსკენ “ნიუ ორლეანმა” მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 93:93. მატჩის ბოლო წამზე “ნიუ ორლეანის” კალათბურთელმა ტაირიკ ევანსმა 2-ქულიანი ჩააგდო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “იუტა ჯაზს” 89:69 მოუგო. ჩემპიონებმა მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხეს. მას შემდეგ, რაც “სან ანტონიოს” კავაი ლეონარდი დაუბრუნდა, გუნდმა ზედიზე მესამე თამაში მოიგო. მატჩის საუკეთესო მექულე ტიაგო სპლიტერი გახლდათ - 14 ქულით.
“ოკლაჰომამ” გასვლით მატჩში “ორლანდო” 127:99 გაანადგურა. პირველ ტაიმში “ოკლაჰომამ” 79:45 იმარჯვა და მატჩი ბედი გადაწყვიტა. “ოკლაჰომამ” გუნდური კალათბურთი ითამაშა - 7 კალათბურთელმა 10 ან მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ 21 ქულით.
“ტორონტო რეპტორსი” -“ნიუ როლეანი” 93:95 (14:21, 22:29, 35:15, 22:31)
“ტორონტო”: დეროზანი (22 ქ.), უილიამსი (17 ქ.), ვასკესი (16 ქ.), ჯონსონი (14 ქ. 10 მ.), პატერსონი (10 ქ.), ლოური (8 ქ.), ვალანჩუნასი (6 ქ.)
“ნიუ ორლეანი”: ევანსი (26 ქ.), აჟინცა (22 ქ.), გორდონი (14 ქ.), აშიკი (11 ქ. 9 მ.), ანდერსონი (9 ქ.), ფრედეტე (7 ქ.), კანინგჰემი (2 ქ.), პოინდექსტერი (2 ქ.), უოლტერსი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=oRDgYg7AVgI
“ორლანდო მეჯიქი” – “ოკლაჰომა” 99:127 (20:37, 25:42, 31:24, 23:24)
“ორლანდო”: ოლადიპო (23 ქ.), ფფეიტონი (19 ქ. 8 პ.), ვუჩევიჩი (16 ქ. 7 მ.), ფრაი (9 ქ.), გორდონი (8 ქ.), ფურნიე (8 ქ.), გრინი (5 ქ.), მარბლე (3 ქ.), ო’ქუინი (4 ქ.), ჰარკლესი (2 ქ.)
“ოკლაჰომა”: დურანტი (21 ქ. 11 მ.), ვესტბრუკი (17 ქ. 6 პ.), იბაკა (16 ქ. 8 მ.), უეიტერსი (16 ქ.), ჯექსონი (13 ქ.), პერკინსი (11 ქ.), რობერსონი (10 ქ.), ლემბი (6 ქ.), ადამსი (5 ქ.), კოლისონი (6 ქ.), ჯონსი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=yNhggKwzeVU
“სან ანტონიო” – “იუტა ჯაზი” 89:69 (23:15, 20:12, 23:20, 23:22)
“სან ანტონიო”: სპლიტერი (14 ქ.), გრინი (13 ქ.), ლეონარდი (12 ქ. 9 მ.), ბაინესი (12 ქ. 11 მ.), დანკანი (11 ქ.), მაილსი (8 ქ.), ჯინობილი (6 ქ.), დიაო (5 ქ.), ჯოზეფი (4 ქ.)
“იუტა”: გობერტი (13 ქ. 18 მ.), ჰეივორდი (10 ქ.), ფეივროსი (9 ქ.), ბარკი (8 ქ.), მილსაპი (7 ქ.), ჰუდი (5 ქ.), ევანსი (4 ქ.), კანტერი (4 ქ.), ინგლესი (3 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=C_pTQ1zzufQ