ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების ფინალისტი რაფა ნადალი წლევანდელი გათამაშების მეორე წრეში რუსი მიხაილ იუჟნის იოლად დამარცხების (6:3, 6:2, 6:2) შემდეგ გავიდა. 28 წლის რაფას მეტოქის წინააღმდეგობის დასაძლევად საათი და 49 წუთი დასჭირდა.
ნადალმა მატჩის მსვლელობისას 6 ბრეიკი, 4 ეისი შეასრულა და იუჟნისთან პირადი შეხვედრების ანგარიში 12:4 გახადა.
მეორე წრეში რაფა ავსტრალიელ ლუკ სევილსა და ამერიკელ ტიმ სმიჩეკს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.