იტალიის სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონის ეკვატორი გადალახულია. პირველი წრის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსია”, რომელიც მდევარ “რომას” 5 ქულით უსწრებს. ისევ შავი დღეები უდგას მეორე იტალიურ გრანდ “მილანს”. “როსონერიმ” ამჯერად ბერგამოს “ატალანტასგან” მიიღო მწარე ალიყური.
პირველი წრის ბოლო შეხვედრა ტურინში გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “იუვენტუსმა” “ვერონა” მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს სამი დღის წინ იტალიის თასის ეგიდით შეხვდნენ და მაშინ ტურინელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. ამჯერადაც, “იუვემ” მეტოქე არ დაინდო და ისევ გამანადგურებელი ანგარიშით აჯობა. მატჩი ტურინელებმა შესანიშნავად დაიწყეს და უკვე მეშვიდე წუთისათვის ორბურთიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. ანგარიში მე-3 წუთზე შორეული დარტყმით ფრანგმა პოლ პოგბამ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში თავისი გოლის გატანა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა კარლოს ტევესმაც შეძლო. პირველ ნახევარში “ბებერ ქალბატონს” კიდევ არაერთხელ მართებდა გოლის გატანა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ტურინელები ისევ დიდ უპირატესობას ფლობდნენ. 66-ე წუთზე ჯორჯო კილინის შესანიშნავი თამაშის შემდეგ მეკარესთან პირსპირ დარჩენილ რობერტო პერეირას გატანა არ გასჭირვებია. 74-ე წუთზე კი ტევესმა დუბლი შეასრულა. კლაუდიო მარკიზიოს აქტიურობის შედეგად, არგენტინელმა თავდამსხმელმა, მეკარე რაფაელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. საბოლოოდ "იუვემ" 4:0 გაიმარჯვა და "რომასთან" ქულათა სხვაობა ხუთამდე გაზარდა.
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა კი რომში გაიმართა. მარადიულ ქალაქში ერთმანეთს “ლაციო” და “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული, მაგრამ არცთუ სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მატჩის მე-18 წუთზე სტუმრებმა გაიტანეს. თავი არგენტინელმა გონსალო იგუაინმა გამოიჩინა, ვინაც “ლაციალეს” მეკარეს ძალზე მახვილი კუთხიდან გაუტანა. აღნიშნული გამარჯვებით “ნაპოლიმ” სატურნირო ცხრილში სწორედ რომაელებს გადაასწრო და მესამე ადგილზე 33 ქულით დამკვიდრდა. “ლაციოს” კი ორი ქულით ნაკლები აქვს დაგროვილი.
მორიგი სამარცხვინო დღე ჰქონდა ფილიპო ინძაგის “მილანს”. “როსონერიმ” ამჯერად ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ატალანტასთან” წააგო. ბერგამოელებმა სამი ქულის მომტანი გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. თავი არგენტინელმა ხერმან დენისმა გამოიჩინა, რომელმაც მასპინძელი მცველების უყურადღებო თამაშით ისარგებლა და დიეგო ლოპესს აუღებელი დაურტყა. მიუხედავად იმისა, რომ მილანურ გრანდს თამაშის გადასარჩენად ერთი საათი ჰქონდა, გოლის გატანა ვერ მოახერხა. ინძაგის გუნდს ისევ 26 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია გაჩხერილი. “ატალანტამ” კი 20 ქულა მოაგროვა და ადგილი “ემპოლის” გაუცვალა.
შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს გენუის “სამპდორია”. ლიგურიელებმა ამჯერად ჩემპიონატის აუტსაიდერი “პარმა” დაამარცხა. შეხვედრის ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. თავი ჯერ გონსალო ბერგესიომ გამოიჩინა. “კატანიას” ყოფილმა ფორვარდმა გენუელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრას წერტილი კი სორიანომ დაუსვა, ვინაც ბერგესიოს დარტყმულს, რომელიც ძელს მოხვდა ზუსტად დაამატა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი 33 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს “ნაპოლისთან” ერთად იყოფს. სატურნირო ცხრილში მოცილე ჰყავს რობერტო დონადონის გუნდსაც. ემილიელები ბოლო ორ ადგილს “ჩეზენასთან” ერთად ინაწილებენ.
მესამე ადგილს მიუახლოვდა ფლორენციის “ფიორენტინა”. ვინჩენცო მონტელას გუნდმა ვერონაში, “კიევო” დაამარცხა. სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნეს. გატანილი ბურთი მთლიანად “იების” უკანახაზელების დამსახურება გახლდათ. ნენად ტომოვიჩის გადაცემა, გონსალო როდრიგესმა გამოიყენა. მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 72-ე წუთზე ვეტერანმა სერჯო პელისიერმა ანგარიში გაათანაბრა. “იებმა” გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთზე მოახერხეს. ახალგაზრდა სენეგალელმა ფორვარდმა ხუმა ბაბაკარმა ალესანდრო გამბერინის საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავის გუნდს მოაგებინა. “ფიორენტინას” 30 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზე აღზევდა. “კიევო” კი ისევ სახიფათო ზონის ეპიცენტრშია.
მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა “სასუოლოს” თავდასხმის ხაზმა. ესუებიო დი ფრანჩესკოს განკარგულებაში, რომ ოდნავ მაღალი კლასის მცველები იყოს, ეს გუნდი დიდი ალბათობით გულშემატკივრებს უფრო მეტად გააოცებდა. თავად განსაჯეთ, “სასუოლო” გენუაში, “ჯენოას” სამჯერ უგებდა, მაგრამ სახლში სამი ქულის წაღება მაინც ვერ შეძლო. ანგარიში ახალგაზრდა დომენიკო ბერარდიმ თერთმეტმეტრიანით გახსნა. გათანაბრება “როსობლუმ” მალევე მოახერხა. ტაბლოზე იაგო ფალკეს გვარი აციმციმდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს. ჯერ სტუმარმა მისიროლიმ გაიხარა, შემდგომ კი მასპინძელმა ფეტფადძიდისმა. 70-ე წუთზე დომენიკო ბერარდიმ დუბლი შეასრულა და თავისიანები კიდევ ერთხელ დააწინაურა. “ჯენოამ” თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხა. მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ფეტფადძიდისმამ დუბლი შეასრულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. “სასუოლოს” აქტივში 25 ქულა აქვს, “ჯენოას” კი – 28.
უხვგოლიანი გამოდგა მატჩი ჩეზენაში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “ტორინო” მიიღო და ანგარიშით 2:3 წააგო. ტურინელებმა 22-ე წუთისითვის ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. ჯერ მარკო ბენასიმ გაიტანა, შემდგომ კი გამოცდილმა ფაბიო კვალიარელამ. ამის შემდეგ მასპინძლების ჯერი დადგა. მათ 84-ე წუთისთვის ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. თავი ორივეჯერ ფრანკო ბრიენცამ გამოიჩინა და ორივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. ჯამპიერო ვენტურას გუნდმა სამი ქულა მაინც მოიპოვა. 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი არგენტინელმა მაქსი ლოპესმა გაიტანა, რომელიც “ტორინოში” ცოტა ხნის წინ გადაბარაგდა. ამ გამარჯვებით ტურინულმა გუნდმა ოდნავ ამოისუნთქა. “ჩეზენა” კი ისევ სავალალო მდგომარეობაშია. გუნდს პირველი ტურის შემდეგ აღარ მოუგია.
უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა უდინეში. “უდინეზემ” და “კალიარიმ” ერთმანეთს ორ-ორჯერ გაუტანეს. ანგარიში სტუმარმა გალვაომ გახსნა. მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორ წუთიან ინტერვალში დაწინაურებაც შეძლეს. ჯერ ანგარიში ალანმა გაათანაბრა, ხოლო შემდგომ სირილ ტერომ “ფრიულელები” წინ გაიყვანა. სარდინიელებმა ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. შეხვედრის ბოლო წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აველარმა აქცია. “კალიარი” მოპოვებული ქულის მიუხედავად, ჯერჯერობით ისევ გასავარდნ ზონაშია. “უდინეზე” კი სამშვიდობო ზონაში იმყოფება.
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის 10 შეხვედრაში 28 გოლი გავიდა. მასპინძლებმა გამარჯვება ერთადერთ მატჩში მოახერხეს, 4 შეხვედრა ფრედ, ხოლო ხუთი სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა.
“ლაციო” – “ნაპოლი” 0:1 (0:1)
რომი, “სტადიო ოლიმიკო”
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, სანა, რადუ, კავანდა (პერეირინია 83); პაროლო (კატალდი 81), ბილია, ლედესმა (კლოზე 46); კანდრევა, ჯორჯევიჩი, კეიტა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; გარგანო, ლოპესი; კალეხონი, დე გუზმანი (ჟორჟინიო 83), მერტენსი (ჰამშიკი 62); იგუაინი (ძაპატა 86)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლი: 0:1 იგუაინი (18)
გაფრთხილება: ლედესმა (16). პაროლო (43), კეიტა (70) – ლოპესი (32), მერტენსი (59), გარგანო (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 5:2 გაფრთხილება: 3:3
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“მილანი” – “ატალანტა” 0:1 (0:1)
მილანი, “სან სირო”
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, მექსე, რამი, ბონერა (არმერო 36); ბონავენტურა, დე იონგი, მონტოლივო (ნიანგი 76); ჩერჩი (პაცინი 46), მენეზი, ელ შაარავი
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბიავა, ბენალუანე, დელ გროსო; ძაპაკოსტა, კარმონა, ჩიგარინი (ბაზელი 83), მორალესი; პინილია (დ’ალესანდრო 67), დენისი (ბიანკი 76)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლი: 0:1 დენისი (33)
გაფრთხილება: აბატე (45), რამი (54) - დენისი (41), სტენდარდო (48), სპორტიელო (72), ჩიგარინი (78), ბენალუანე (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 15 (7) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 12:4 გაფრთხილება: 2:5
მსაჯი: კარმინე რუსო
“ჩეზენა” – “ტორინო” 2:3 (1:2)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; კრაინჩი, მაგნუსონი (რენძეტი 39), კაპელი (ლუკინი 46), პერიკო; ჯორჯი, დე ფეუდისი, ზე ედუარდო (პულძეტი 70); ბრიენცა; ჯურიჩი; დეფრელი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“ტორინო” (3-5-2): პადელი; იანსონი, მაკსიმოვიჩი, მორეტი; პერესი, ფარნერუდი, ბენასი (ელ კადური 61), გაცი, დარმიანი (მაზიელო 46); მარტინესი (მაქსი ლოპესი 69), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 0:1 ბენასი (20), 0:2 კვალიარელა (22), 1:2 ბრიენცა (43, პენ), 2:2 ბრიენცა (85, პენ), 2:3 მაქსი ლოპესი (87)
გაფრთხილება: პერიკო (30), ზე ედუარდო (62), დე ფეუდისი (76), ჯორჯი (81), დეფრელი (90) – პადელი (43). ბენასი (59), პერესი (83), იანსონი (84), მორეტი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 7 (4) ბურთის ფლობა: 51%49 კუთხურები: 1:1 გაფრთხილება: 5:5
მსაჯი: მარკო გუიდა
“კიევო” – “ფიორენტინა” 1:2 (0:1)
ვერონა, “არტემიო ფრანკი”
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, დაინელი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, ჰეტემაი, ბირსა (ბოტა 61); პელისიერი (ლაზარევიჩი 89) , პალოსკი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; როდრიგესი, ბასანტა, ტომოვიჩი; ხოაკინი, ბადეი (პიზარო 82), მატი ფერნანდესი, ბორხა ვალერო, პასკუალი (ვარგასი 85); კუადრადო, გომესი (ბაბაკარი 66)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 0:1 როდრიგესი (36), 1:1 პელისიერი (72), 1:2 ბაბაკარი (90)
გაფრთხილება: ჰეტემაი (17), ცეზარი (63) – ბადეი (34)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 21 (6) ბურთის ფლობა: 45%55 კუთხურები: 4:10 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“ჯენოა” – “სასუოლო” 3:3 (1:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
“ჯენოა” (4-3-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, იცო, ანტონელი; სტურარო, რინკონი, ბერტოლაჩი; ლესტიენი (კუჩკა 77), ფეტფატძიდისი (როზი 90), იაგო ფალკე (ედენილსონი 90)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, ტერანოვა, ლონგი; მანიანელი, მისიროლი, ბრიგი (ბიონდინი 74); ბერარდი (ჩიბსა 86), ძაძა, სანსონე (ფლორო ფლორესი 70)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 0:1 ბერარდი (19), 1:1 იაგო ფალკე (25), 1:2 მისიროლი (50), 2:2 ფეტფატძიდისი (53), 2:3 ბერარდი (70), 3:3 ფეტფატძიდისი (90, პენ)
გაფრთხილება: ლესტიენი (75) - ბერარდი (43), ბრიგი (55), მანიანელი (76), ძაძა (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 15 (10) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:5 გაფრთხილება: 1:4
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“პარმა” – “სამპდორია” 0:2 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
“პარმა” (3-5-2): მირანტე; პალეტა, ლუკარელი, კოსტა; რისპოლი, მაური, ლოდი (მარიგა 46), ნოჩერინო (პალადინო 57), გობი (პოცი 72); ბიდაუი, კასანო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, რომანიოლი, სილვესტრე, რეჯინი; დანკანი, პალომბო, ობიანგი (კრისტიჩიჩი 84); სორიანო; ედერი (ოკაკა 74), ბერგესიო (ჯორჯევიჩი 90)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 0:1 ბერგესიო (54), 0:2 სორიანო (70)
გაფრთხილება: ლუკარელი (43), პალეტა (60) – ობიანგი (38), სორიანო (70)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 13 (5) ბურთის ფლობა: 46%54% კუთხურები: 3:2 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“უდინეზე” – “კალიარი” 2:2 (0:1)
უდინე, “ფრიული”
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, დომიცი (ჰალბერგი 45); პირისი, ალანი, ფერნანდესი, კონე, გაბრიელ სილვა; ტერო, დი ნატალე (პასკუალე 87)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; პიზანო (საუ 62), როსეტინი, კაპუანო, აველარი; დესენა, კრესეტიჯი, დონსა; ლონგო (კოპი 78), გალვაო (ფარიასი 71), ეკდალი
მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა
გოლები: 0:1 გალვაო (39), 1:1 ალანი (55), 2:1 ტერო (56), 2:2 აველარი (90, პენ)
გაფრთხილება: კონე (20) – დონსა (32), ლონგო (45), როსეტინი (57), დესენა (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 12 (7) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:7 გაფრთხილება: 1:4
მსაჯი: მარკო დი ბელო
“იუვენტუსი” – “ვერონა” 4:0 (2:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო (პადოინი 78), პირლო, პოგბა; პერეირა (პეპე 76); ტევესი (ჯოვინკო 84), მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ვერონა” (3-5-2): რაფაელი; როდრიგესი, მარკესი, მარკეში; მარტიჩი, სალა (სავიოლა 63), ტაკჩიდისი (ჰალფრედსონი 76), გრეკო, ბრივიო; ლაზაროსი (ვალოტი 87), ტონი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 1:0 პოგბა (3), 2:0 ტევესი (7), 3:0 პერეირა (66), 4:0 ტევესი (74)
გაფრთხილება: გრეკო (47), როდრიგესი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:0 გაფრთხილება: 0:2
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
საუკეთესო ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 13 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 10, პაულო დიბალა (“პალერმო”) -10, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 9, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 9.