ფეხბურთი

1:18 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისის" მორიგი გამარჯვება ქართველებთან ერთად

კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო “ანორთოსისმა.” თემურ ქეცბაიას ყოფილმა კლუბმა 2:1 დაამარცხა “აელი.” ირაკლი მაისურაძემ სრულად ითამაშა, 55-ე წუთზე კი მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა გიორგი აბურჯანია, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “ესპანიოლისა” და “სუონსის” ყოფილი მცველი ალბერტ სერანი შეცვალა.

ბელგიის ჩემპიონატში “ლოკერენმა” “გენკს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ქართველთაგან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა, მან სრულად ჩაატარა მატჩი, 54-ე წუთზე კი მთავარმა არბიტრმა ოქრიაშვილი გააფრთხილა. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, იგი მაკლიშმა მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

იტალიურ კლუბ “ლატინას” მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ირაკლი შეყილაძემ. “ვიჩენცასთან” მატჩში ქართველი ფორვარდი 70-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129048