კალათბურთი

23:01 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის “როზეტომ” ლიდერი დაამარცხა

გიგა ჯანელიძის “როზეტომ“ იტალიის რანგით მე-3 ლიგაში მე-6 მატჩი მოიგო და მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ როზეტოელებმა ჩემპიონატის ლიდერ “ტრევიზო ბასკეტს” სძლიეს და თანაც, გასვლით შეხვედრაში.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიგამ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მოედანი კი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.

როზეტოელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი დერიკ ჯეკსონი იყო, რომელმაც 31 წუთში 30 ქულა ჩააგდო. ქართველი კალათბურთელის კლუბს მომდევნო თამაში 22 იანვარს, შინ, “ტორტონასთან” ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127088