ფეხბურთი

22:59 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ლიდერს ჩამორჩა

ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის შემდეგ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი კვლავ გამოიკვეთა. “მანჩესტერ სიტიმ” ბევრისთვის მოულოდნელად საშინაო შეხვედრა დათმო “არსენალთან” და ლონდონის “ჩელსის” 5 ქულით ჩამორჩა.

მანუელ პელეგრინის გუნდს ძალიან ეტყობა იაია ტურეს არ ყოფნა, რომელიც აფრიკის თასზე სათამაშოდ იმყოფება. ფერნანდო და ფერნანდინიო კარგი მოთამაშეები არიან, თუმცა ბრაზილიური დუეტი აფრიკელ მოთამაშეს ბევრად ჩამოუვარდება და აშკარად ვერ ახერხებენ მის ღირსეულად შეცვლას. მასპინძელებს დღევანდელ შეხვედრაში ძალიან უჭირდათ გააზრებული შეტევების შექმნა, ერთადერთი დავიდ სილვა ცდილობდა თამაშის დალაგებას, თუმცა თანაგუნდელები აშკარად არ უწყობდნენ ხელს. ფლანგებიდან მილნერის და განსაკუთრებით ნავასის უფანტაზიო და ერთფეროვან შეტევებს სტუმრები ზედმეტი პრობლემების გარეშე იგერიებდნენ. ჩვეულად აქტიური არ იყო არც სერხიო აგუერო. პირველ ნახევარში მომენტები თითქმის არ ყოფილა და ფრის თამაში მიდიოდა, თუმცა 24-ე წუთზე ვინსენ კომპანი შეცდა და საჯარიმოში მეტოქე წააქცია, რაზეც მაიკლ დინმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც სანტი კასორლამ შეასრულა ზუსტად.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტევან იოვეტიჩი გამოჩნდა მინდორზე, ხოლო მალევე ფრენკ ლამპარდი, თუმცა ვერც ერთმა მოთამაშემ თამაშის არსებითად შეცვლა ვერ მოახერხა. “სიტი” ისევ ერთ სტილში, უფანტაზიოდ უტევდა, რომელთა მოგერიებაც ლონდონელთათვის პრობლემას არ წარმოადგენდა. “მეთოფეები” ჭკვიანურად იცავდნენ თავს და თავიანთ შანსს ელოდნენ, რომელიც 67-ე წუთზე მიიღეს. სანტი კასორლამ სტანდარტული მდგომარეობიდან კარგად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც ყველას ოლივიე ჟირუმ დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში მასპინძლები ცდილობდნენ ერთი ბურთი მაინც გაეტანათ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ და ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:2.

დღის მეორე შეხვედრაში, “ვესტ ჰემმა” უგოლო პირველი ნახევარის შემდეგ, მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანა “ჰალ სიტის” და ევროსაგზურისთვის ბრძოლა განაგრძო.

ვესტ ჰემი – ჰალი 3:0 (0:0)


ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კოლინსი (რიდი 49), ტომკინსი (ო’ბრიენი 76), კრესველი, ჯენკინსონი, ნობლი (ამალფიტანო 66), სონგი, ნოლანი, დაუნინგი, ე.ვალენსია, კეროლი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ჰალი (3-4-2-1): მაკგრეგორი, დაუსონი, ბრიუსი (მაგიდი 46), დევისი (საგბო 72), მეილერი, ლივერმორი, ჩესტერი (ფიგეროა 45+4), ელმოჰამედი, ქუინი, ჰადლსტოუნი, ალუკო.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 კეროლი (49), 2:0 ამალფიტანო (69), 3:0 დაუნინგი (72).
გაფრთხილებები: ელმოჰამედი, ქუინი, მეილერი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17(6)-9(3), ჯარიმა: 5-14, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-3

მანჩესტერ სიტი – არსენალი 0:2 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდინიო (ლამპარდი 63), ფერნანდო, მილნერი (იოვეტიჩი 46), სილვა, ნავასი (ჯეკო 76), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, მერტესაკერი, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, კოკლენი, კასორლა, რემსი (ფლამინი 84), ჩემბერლენი (როსიცკი 66), სანჩესი (გიბსი 84), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 კასორლა (24 პენ.), 0:2 ჟირუ (67).
გაფრთხილებები: კომპანი, ფერნანდინიო, აგუერო – კოშელნი, რემსი, ბელერინი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 12(4)-9(3), ჯარიმა: 12-5, კუთხური: 16-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-4

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12. პაპის სისე ("ნიუკასლი") - 9. ვილფრიდ ბონი ("სუონსი"/”მანჩესტერ სიტი”) - 9.

0.199512