სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

22:42 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას 9 ქულა და გასეირნება ვოლგოგრადში

ვთბ-ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა”. რუსულმა კლუბმა ვოლგოგრადში “კრასნი ოკტიაბრი” 96:74 გაანადგურა, ქართველმა ფორვარდმა კი 5 ქულა მოაგროვა.

შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც აინარს ბაგატსკისის შეგირდებმა 25:7 მოიგეს, ფაცაციამ კი მოედანზე 15:44 წუთი დაჰყო (ბოლო მეოთხედი შეუცვლელად ჩაატარა) და ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ქართველ კალათბურთელს აქტივში შეტევაში 1 მოხსნაც ჰქონდა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ნოვგოროდელებს 22 ქულით ამერიკელმა ტერენს კინსიმ ულიდერა, მასპინძელთა ამერიკელმა ლეგიონერებმა – ლამონტ ჰემილტონმა და რენდი კალეპერმა კი, შესაბამისად, 21 და 20 ქულა ჩააგდეს.

13 მოგებით და 2 მარცხით “ნიჟნი ნოვგოროდი” მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ცსკა-ს და “ხიმკის” ჩამორჩება, ვთბ-ლიგის ეგიდით კი, მომდევნო მატჩს 26 იანვარს ბელარუსში “ცმოკი-მინსკთან” გამართავს. მანამდე, 23-ში, ევროლიგის ტოპ-16-ში, ფაცაციას გუნდი სტამბულის “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119708