ფეხბურთი

19:39 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი – ნახევარკუნძულიდან კუნძულზე

Sunday Express-ის ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი შესაძლოა ნისლიან ალბიონზე დაბრუნდეს. მადრიდის “რეალის” ბალკანელი შუახაზელის საკუთარ რიგებში ხილვა ინგლისურ გრანდებს, “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურთ.

ამავე გამოცემის მტკიცებით, 29 წლის ლუკას ბრიტანეთში დაბრუნებას მეუღლე ურჩევს, რომელიც პირენეს ნახევარკუნძულზე თავს გაცილებით ცუდად გრძნობს, ვიდრე ალბიონის კუნძულზე.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მოდრიჩმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც გაუკეთა პარტნიორებს.

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121658