კალათბურთი

18:47 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 7 ქულა და 6 მოხსნა

ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ “სან დიეგო ტორეროსის” სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-2 მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი “პასიფიქთან” 57:59 წააგო.

სანაძემ მოედანზე 26 წუთი დაჰყო და 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

2 მოგებითა და 6 მარცხით “სან დიეგო“ “ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. მორიგი მატჩი კალიფორნიელებს 24 იანვარს, კვლავ შინ, ბრიგჰემის უნივერსიტეტის გუნდთან ელით.

0.116505