კალათბურთი

14:26 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდერსს ქვა აღმართში დაეწია...

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ “მილუოკი ბაქსში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი ლარი სანდერსი ანტინარკოტიკული პროგრამის დარღვევის გამო, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკელ ცენტრს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მოედანზე ისედაც არ გადიოდა, ახლა კი, მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. გასული წლის აპრილში ლარის მარიხუანას მოხმარებისთვის 5-თამაში გამოატოვებინეს, ახლა კი, სასჯელი გაუორმაგეს.

სანდერსმა მილუოკელთა მაისურით ბოლო მატჩი შარშან 23 დეკემბერს ჩაატარა და მას შემდეგ ლიგის 11 თამაში გამოტოვა, მისი საშუალო მონაგარი კი 7.3 ქულა და 6.1 მოხსნა გახლდათ.

ისიც ვთქვათ, რომ ლარის არყოფნაში, “ბაქსის” სასტარტო ცენტრად ფაჩულია იქცა და თავის მოვალეობებს ჩინებულად უმკლავდება – საქართველოს ნაკრების კაპიტანს ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო სტატისტიკა აქვს.

0.11605