კალათბურთი

14:15 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის გუნდის 20-ქულიანი მარცხი

ესპანეთის მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “ბურგოსს” ესტუმრა და 61:81 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ლა კორუნიელებს 7 მოგების წილ 10 მარცხი მოუგროვდათ და 15-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

23 იანვარს ბურჯანაძის კლუბი “პენას უესკას” უმასპინძლებს.

0.136423