ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე მე-5 მარცხი განიცადა, რას იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) დარჩენილი 7 ბრძოლიდან მინიმუმ ხუთის მოგება დასჭირდება.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ოძეკი კოტოშოგიკუსთან იორიკირით წააგო და 3 გამარჯვება შერჩა.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც ქართული სახელი – შოთა ჰქვია. იაპონელს გასული 8 შერკინებიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული.
აქვე ვთქვათ, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაუმარცხებელ ასპარეზობას განაგრძობს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო. კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი და ოძეკი და ოძეკი კისენოსატო ლიდერს თითო მოგებით ჩამორჩებიან.
რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ლიდერთა შორის რჩება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. დასავლეთის მე-2 ნომერმა აღმოსავლეთის მე-7 ნომერი ტენკაიჰო ოშიდაშით დაჯაბნა და ერთადერთი წაგების წილ მე-7 გამარჯვება იზეიმა.
ქართველი გოლიათის წინ მხოლოდ აღმოსავლეთის მე-3 ნომერი კიტატაიკია, გაგამარუს მომდევნო მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-8 ნომერი ფუჯიაძუმა იქნება. ამ უკანასკნელის აქტივში 5 მოგებაა.
ჰაცუ ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 8:12-დან