ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს უსახელოდ დაემშვიდობნენ.
გორგოძე და ქვაცაბაია წყვილებში პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებნენ, თუმცა, სლოვაკურ დუეტთან (შმიედლოვა-უბერალოვა) 6:7 (5:7), 2:6 წააგეს.
ანტალიაში მომავალი კვირიდან კიდევ ერთი 10-ათასიანი ტურნირი დაიწყება და წინასწარ განაცხადში ქართველთაგან მხოლოდ ქვაცაბაიას გვარი ფიგურირებს.