კოლეჯთა ლიგის პირველ დივიზიონში დასანანი მატჩი წააგო ოთარ ფხაკაძის „ლანგსტონმა“. ქართველი უკანახაზელის ოკლაჰომური გუნდი შინაურ არენაზე „ალექსანდრიის“ კოლეჯს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით - 61:62 დამარცხდა.
ფხაკაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16:33 წუთი გაატარა. ოთომ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. მთლიანობაში ფხაკაძემ 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
3 მოგებითა და 3 მარცხით „ლანგსტონი“ 12-გუნდიან „რედ რივერ ატლეტიკის“ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ოკლაჰომელები 18 იანვარს ისევ შინ, „შრივპორტთან“ გამართავენ.
www.gbf.ge