ფეხბურთი

12:42 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუზმა კრკიჩი შეაქო

“სტოკ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა “ლესტერის” წინააღმდეგ სტუმრად მოგებული (1:0) პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ ესპანელი შემტევი ბოიან კრკიჩი შეაქო. სერბული წარმოშობის ფეხბურთელმა “ლესტერს” ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გაუტანა და სტოკელებს მორიგი სამი ქულა მოუტანა.

“დაცვაში მედგრად გამოვიყურებოდით და არც ნახევარდაცვაში “ვახარებდით” მეტოქეს. მთლიანობაში კარგი თამაში გამოგვივიდა. რაც შეეხება ბოიანს, იგი თამაშიდან თამაშამდე უფრო კარგად ასპარეზობს. მან იცოდა რა ძლიერ ლიგაში მოდიოდა, თუმცა ინგლისს ალღო კარგად აუღო. კრკიჩი სწრაფად სწავლობს, ინტელიგენტური ფეხბურთელია და ნიჭით აღსავსე. ფული, რომელიც ესპანელში გადავიხადეთ აშკარად გამართლებულია. მისი ტრანსფერი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემ კარიერაში”, – განაცხადა უელსელმა სპეციალისტმა.

24 წლის ესპანელი ფეხბურთელი “სტოკში” 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონადან” 1.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში კრკიჩმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.113489