ფეხბურთი

10:41 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: “საუთჰემპტონს” მესამე ადგილის შენარჩუნება შეუძლია

“საუთჰემპტონის” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში “ნიუკასლთან” (2:1) მოგების შემდეგ, განაცხადა, რომ მისმა გუნდა უკეთ ითამაშა, ვიდრე ოპონენტმა და “წმინდანებს” მესამე ადგილზე დარჩენა შეუძლია.

“ვფიქრობ, შეგვიძლია მესამე ადგილზე დარჩენა. ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ, ეს იყო ბოლო მატჩებში წარმატებისმთავარი გასაღები. ჩვენ მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. მიუხედავად მჭიდრო კალენდარისა და ტრავმებისა, გუნდმა ხასიათი აჩვენა. ჩვენ “ნიუკასლს” ვჯობდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ”, - კუმანის სიტყვებს Sky Sports ციტირებს.

პრემიერლიგის 22 ტურში “საუთჰემპტონმა” გასვლით მატჩში “ნიუკასლი 2:1 დაამარცხა.

0.114903