დღეს, იტალიის სერია A-ს მე-19 ტურმა ორი შეხვედრით აიღო სტარტი. თავდაპირველად “ემპოლიმ” მილანის “ინტერს” უმასპინძლა, ხოლო შემდგომ “პალერმომ” “რომა” მიიღო.
დღის მთავარ შეხვედრაში “პალერმო” “რომას” დაუხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ანგარიში მატჩის დასაწისშივე მასპინძლებმა გახსნეს. მე-2 წუთზე თავი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა პაულო დიბალამ გამოიჩინა. სტუმართა მცველი დავიდე ასტორი უხეშად შეცდა, მისი გადაცემა ფრანკო ვასკესმა ჩაჭრა, რომელმაც დიბალა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. 20 წლის არგენტინელს კი გატანა არ გასჭირვებია. რუდი გარსიას გუნდმა ქულის მომტანი გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწისში მოახერხა. თავი მატია დესტრომ გამოიჩინა, რომელსაც ბოლო დროს “მგლების” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. დესტრომ მირალემ პიანიჩის მიერ შესრულებული სტანდარტის შემდეგ იხეირა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. “რომამ” მორიგი ორი ქულა დაკარგა და ლიდერთან ჩამორჩენა დიდი ალბათობით, ხვალ ისევ გაიზრდება.
დღის და მთლიანად ტურის პირველი შეხვედრა კი ემპოლიში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა “ინტერი” მიიღო. მაურციო სარიმ მიმდინარე სეზონში ქართველი ლევან მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში მეორედ დააყენა. ქართველმა თავდასხმელმა მინდორზე 71 წუთი დაჰყო, თუმცა ყვითელი ბარათის გარდა, სხვა ვერაფრით გამოირჩა. თავი დიდად მოედანზე მყოფ სხვა ფეხბურთელებსაც გამოუჩენიათ და მატჩიც საბოლოოდ ლოგიკური შედეგით ფრედ, - 0:0 დასრულდა.
“ემპოლი” – “ინტერი” 0:0 (0:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ბარბა, რუგანი, ტონელი, ჰისაი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო; ვერდი (ზიელინსკი 65); მჭედლიძე (მაკარონე 71), პუჩიარელი (ტავანო 84)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; კამპანარო, ვიდიჩი, რანოკია (ანდრეოლი 46), დ’ამბროზიო; გუარინი, მედელი; პალასიო, ერნანესი, პოდოლსკი (შაქირი 74); იკარდი (კოვაჩიჩი 59)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გაფრთხილება: მჭედლიძე (57) – ვიდიჩი (86), მედელი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 8 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 10:3 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: დანიელე დოვერი
“პალერმო” – “რომა” 1:1 (1:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო; ანდელკოვიჩი, გონსალესი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი (დაპრელა 83); ვასკესი (ქუაისონი 86), დიბალა (ბელოტი 74)
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; სტროტმანი, პიანიჩი, პარედესი (მაიკონი 79); იტურბე (ვერდე 75), დესტრო, ლიაიჩი (ტოტი 80)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 დიბალა (2), 1:1 დესტრო (54)
გაფრთხილება: მორგანელა (45), ლაზაარი (64) – იანგა-მბივა (12), სტროტმანი (89), დესტრო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 12 (3) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 1:3 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: ანტონიო დამატო
საუკეთესო ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 11 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 10, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 9, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 9, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 9.