ფეხბურთი

0:52 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არისტოკრატებმა” “გედებზე” ინადირეს

ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის პირველი სათამაშო დღე ლოგიკური შედეგებით გამოირჩა და აბსოლუტურად ყველა ფავორიტმა 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” უელსს ეწვია და “სუონსი” უმოწყალოდ გაანადგურა. სტუმრებმა “გედებზე” ნადირობა 48-ე წამზე დაიწყეს, ოსკარმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტმით გახსნა ანგარიში. მე-20 წუთზე ლონდონელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და სესკ ფაბრეგასის გადაცემის შემდეგ დიეგო კოშტამ ორამდე გაზარდა სხვაობა. 34-ე წუთზე ფედერიკო ფერნანდესმა საშინელი შეცდომა დაუშვა და ფაბიანსკის ნაცვლად, კოშტას გადააწოდა ბურთი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ორ წუთში ასევე დუბლი შეასრულა ოსკარმა, ხოლო 79-ე წუთზე მასპინძელთა ცოდვილობას შეცვლაზე შემოსულმა ანდრე შურლემ დაუსვა წერტილი – 0:5.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა “საუთჰემპტონმა”, რომელთაც ახალწვეულის ელჟერო ელიას დუბლით მოახერხეს “ნიუკასლის” გასვლაზე დამარცხება. ჰოლანდიელის გოლებს შორის “წმინდანებს” გუფრანმა გაუტანა, თუმცა მასპინძლები მაინც უქულოდ დარჩნენ – 1:2.

გასვლაზე იმარჯვა “მანჩესტერ იუნაიტედმაც”. “წითელმა ეშმაკებმა” “ქუინზ პარკ რეინჯერსის” დამარცხება მოახერხეს. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ჯერ მარუან ფელაინიმ მოახერხა თავის გამოჩენა, ხოლო 94-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა უილსონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ “სანდერლენდი” მიიღო და გაჭირვებით დაამარცხა. შეხვედრის დებიუტი მასპინძელთათვის შესანიშნავად წარიმართა და მე-3 წუთზე ანგარიში იან ვერტონგენმა გახსნა. 31-ე წუთზე სებასტიან ლარსონმა შესანიშნავი საჯარომო შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა – 2:1.

ბირმინგემში 3 ქულის მოპოვება მოახერხა “ლივერპულმა”. ბრენდან როჯერსის შეგირდებმა პირველი ნახევარი ფაბიო ბორინის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა რიკი ლამბერტმა გაზარდა მერსესაიდელთა უპირატესობა – 0:2.

ალან პარდიუს ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა “კრისტალ პალასი”, რომელმაც ამჯერადაც შეხვედრის შემობრუნება მოახერხა. 28-ე წუთისთვის “ბარნლი” ორბუთიანი სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა პარდიუმ სწორი ცვლილებები განახორციელა და მისმა გუნდმა დარჩენილ დროში 3 უპასუხო ბურთის გატანა მოახერხა – 2:3.

“ლესტერმა” შინ “სტოკთან” წააგო კრკიჩის გოლით და ბოლო ადგილზე დარჩა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ სიტი” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს.

ასტონ ვილა – ლივერპული 0:2 (0:1)


ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ოკორე, ბეიკერი, ჰატონი, სისოკო, დელფი, ვესტვუდი (ხილი 59), სანჩესი, აგბონლჰორი, კლევერლი (ვაიმანი 59), ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერი

ლივერპული (3-4-3): მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, ლეივა, ჰენდერსონი, მორენო (ენრიკე 71), მარკოვიჩი, კოუტინიო, სტერლინგი (იბე 85), ბორინი (ლამბერტი 71).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 ბორინი (24), 0:2 ლამბერტი (79).
გაფრთხილებები: ოკორე - ლამბერტი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 15(4)-12(5), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 1-5, სეივი: 3-4

სუონსი – ჩელსი 0:5 (0:4)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ტიენდალი, სიგურდსონი, კეროლი, რუტლიჯი (ემნსი 32), ოლივეირა (ფულტონი 66), დაიერი (ბაროუ 75), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ფელიპე ლუისი, მატიჩი, ფაბრეგასი (რამირესი 74), ოსკარი, ვილიანი (შურლე 76), აზარი, კოშტა (რემი 75).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1;0:4 ოსკარი (1;36), 0:2;0:3 კოშტა (20;34), 0:5 შურლე (79).
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11(0)-21(11), ჯარიმა: 0-3, კუთხური: 1-2, თამაშგარე: 0-3, სეივი: 6-0

ქპრ – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:0)

ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): გრინი, დანი (კოლკერი 46), ონიოჰა, ჰილი, ისლა, ჰენრი, ბარტონი, ფერი (ტაარაბტი 70), ვარგასი, ზამორა (კრანჩარი 80), ოსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

მანჩესტერ იუნაიტედი (3-1-4-2):
დე ხეა, ევანსი (უილსონი 57), როხო, ჯონსი, კერიკი, რუნი, მატა (ფელაინი 46), ბლინდი, ვალენსია, დი მარია (ერერა 95), ფალკაო.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 0:1 ფელაინი (58), 0:2 უილსონი (94).
გაფრთხილებები: ბარტონი, ისლა, ჰილი – მატა, როხო
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 18(4)-12(7), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-4

ტოტენჰემი – სანდერლენდი 2:1 (1:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, უოლკერი, როუზი, დემბელე (თაუნსენდი 75), სტმბული, ჩადლი (პაულინიო 88), ერიკსენი, კეინი, სოლდადო (ადებაიორი 61).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სანდერლენდი (3-4-1-2): პანტელიმონი, ოში, ვერჯინი, ბრაუნი, ლარსონი, როდუელი, ჯონსი (ბაკლი 92), ვან აანჰოლტი, ა.ჯონსონი, ს.ფლეტჩერი (ვიკჰემი 65), დეფო (გრემი 75).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 1:0 ვერტონგენი (3), 1:1 ლარსონი (31), ერიკსენი (88).
გაფრთხილებები: ვერტონგენი – როდუელი, ჯონსი
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 25(8)-8(4), ჯარიმა: 14-8, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 3-4, სეივი: 3-6

ლესტერი – სტოკი 0:1 (0:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): ჰამერი, ვასილევსკი, მორგანი, კონჩესკი, სიმპსონი, კინგი, დრინკვოთერი, კნოკერტი, შლუპი (ლაუსენსი 71), ნუჯენტი (ულოა 71), ვარდი (კრამარიჩი 65).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ვოლშაიდი, მუნიესა, ბერდსლი, უილსონი, ველანი, ნ’ზონზი, კრკიჩი, მოზესი (კამერონი 86), არნაუტოვიჩი (კრაუჩი 81), უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლი: კრკიჩი 63.
გაფრთხილებები: ვასილევსკი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 7(3)-13(3), ჯარიმა: 9-6, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-3

ბარნლი – კრისტალ პალასი 2:3 (2:1)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2):
ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, ჯონსი (ვოლასი 92), მარნი, ბოიდი (სორდელი 92), არფილდი, ბარნსი (ვოკსი 72), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

კრისტალ პალასი (4-4-2): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, კელი (მარიაპა 84), ლედლი, მაკარტური, პანჩონი, ზაჰა (გადიურა 70), სანოგო (მურეი 80), გეილი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 მი (12), 2:0 ინგსი (16), 2:1;2:3 გაილი (28;87), 2:2 პანჩონი (48).
გაფრთხილებები: შაკელი – დანი, სანოგო, იარდი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 7(4)-11(4), ჯარიმა: 10-20, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-2

ნიუკასლი – საუთჰემპტონი 1:2 (0:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, დუმეტი (უილიამსონი 80), ჯანმაატი, ჰაიდარა, კოლბეკი, ანიტა (რივიერი 68), გუფრანი (ამეობი 69), სისოკო, კაბელია, ა.პერესი.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, გარდოში, ფონტე, ბერტრანი, კლაინი, რიდი, დევისი, ელია (ტარგეტი 82), უარდ-პროუსი (კორკი 60), ტადიჩი (ლონგი 60), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1;1:2 ელია (14;62), 1:1 გუფრანი (29).
გაფრთხილებები: დევისი, ლონგი
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 16(3)-5(3), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 9-0, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-2

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12. პაპის სისე ("ნიუკასლი") - 9. ვილფრიდ ბონი ("სუონსი"/”მანჩესტერ სიტი”) - 9.

0.150597