ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ბინადარ “კოლორადო რაპიდსის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ხოსე მარი კარიერას პრიმერადივიზიონის ბინადარ “ლევანტეში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ვალენსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე გააფორმა. ახალწვეულმა “ლევანტეს” რიგებში ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო.
“სარაგოსას” ყოფილი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს 2014 წლის თებერვალში შეუერთდა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მისი მონაგარი 20 მატჩში 4 გოლია.