ფეხბურთი

22:18 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” მონტოია 20 მილიონად შეაფასა

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონამ” მცველი მარტინ მონტოია 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეაფასა. შესაბამისად, თუ მსურველი კლუბი ესპანელის სანაცვლოდ აღნიშნულ თანხას გაიღებს, “ბლაუგრანა” მზადაა მცველი გუნდიდან უპრობლემოდ გაუშვას.

23 წლის ესპანელი ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს. მონტოიას სატრანსფერო ღირებულება transfermarket-ის ინფორმაციით 12 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა “ბარსელონა” ამ თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელს არ შეელევა.

მიმდინარე სეზონში მარტინმა ყველა ტურნირზე ჯამში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მონტოიას კატალონიელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.114028