ჭადრაკი

21:36 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი და ბაციაშვილი მდევრებს საგრძნობლად უსწრებენ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველი ადგილის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი ბელა ხოტენაშვილსა და ნინო ბაციაშვილს აქვთ, რომლებსაც 5,5-5,5 ქულა აქვთ და უახლოეს მდევრებს 1,5 ქულით უსწრებენ.

მეშვიდე ტურში გამორჩეულ ინტერესს ის პარტიები იწვევდა, რომლებშიც ხოტენაშვილი და ბაციაშვილი მონაწილეობდნენ. დასახულ მიზანს ორივემ კარგად გაართვა თავი, გამარჯვება მოიპოვეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ უახლოეს მდევრებს საგრძნობლად გაუსწრეს. დღევანდელ მეშვიდე ტურში ხოტენაშვილმა თეთრებით, ლიდერთა შორიახლო მყოფ სოფო გვეტაძეს მოუგო, ხოლო ბაციაშვილმა შავებით, ერთ-ერთი აუტსაიდერი ალექსანდრა ვახანია დაამარცხა. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ სალომე მელიამ ამდენივე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

მეშვიდე ტურის ტექნიკური შედეგები:

ბელა ხოტენაშვილი – სოფო გვეტაძე 1-0

ნინო ხურციძე – მერი ჟორჟოლიანი 1-0

სალომე მელია – მერი არაბიძე 1-0

ლელა ჯავახიშვილი – ანა კუჭავა 1-0

ალექსანდრა ვახანია – ნინო ბაციაშვილი 0-1

სატურნირო მდგომარეობა შვიდი ტურის შემდეგ:

I_II ადგილი - ხოტენაშვილი, ბაციაშვილი 5,5-,5,5 ქულა

III-VI - გვეტაძე, არაბიძე, ხურციძე, მელია 4-4

VII - ჯავახიშვილი 3,5

VIII-X - კუჭავა, ვახანია, ჟორჟოლიანი 1,5-1,5

0.13419