ფეხბურთი

18:54 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატიე “დოპორტივოსთან” ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერემი მატიე ლა კორუნიის “დეპორტივოს” წინააღმდეგ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-19 ტურის მატჩს მარცხენა ფეხის აქილევსის მყესის დაზიანების გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “ბლაუგრანას” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

31 წლის მცველი ლა კორუნიაში გუნდს არ გაჰყვა. მატიე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენი ხნით მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.

მიმდინარე სეზონში ჟერემი მატიემ 18 მატჩი ჩაატარა და თავი ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაზე “ელჩეს” წინააღმდეგ გატანილი გოლით გამოიჩინა.

0.108401